სეს-მა ქვემო ქართლში 30-მდე ობიექტში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა

იანვრის თვეში, ქვემო ქართლში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 30-მდე ობიექტში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა. ლაბორატორიული კვლევისათვის სურსათის 11  ნიმუში აიღეს, რომელთაგან 2 შემთხვევაში, სხვადასხვა დარღვევისთვის ბიზნესობიექტებს საჯარიმო სანქციები დაეკისრა. დარღვევები გამოავლინეს  ბოლნისსა და გარდაბანში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პროდუქცია აღმოაჩინეს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, დარღვევები არ გამოკვეთილა  რუსთავში.

ქალაქში 15 ობიექტი შეამოწმეს, ხოლო ლაბორატორიული კვლევისთვის 9 ნიმუში აიღეს.