იანვრის თვეში, ქვემო ქართლში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 30-მდე ობიექტში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა. ლაბორატორიული კვლევისათვის სურსათის 11 ნიმუში აიღეს, რომელთაგან 2 შემთხვევაში, სხვადასხვა დარღვევისთვის ბიზნესობიექტებს საჯარიმო სანქციები დაეკისრა. დარღვევები გამოავლინეს ბოლნისსა და გარდაბანში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პროდუქცია აღმოაჩინეს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, დარღვევები არ გამოკვეთილა რუსთავში.
ქალაქში 15 ობიექტი შეამოწმეს, ხოლო ლაბორატორიული კვლევისთვის 9 ნიმუში აიღეს.