სოლიდარობა უკრაინას – რუსთავში “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – პერფორმანსი მოაწყვეს. პარტიის წევრები რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს.
როგორც “გირჩი მეტი თავისუფლების” რუსთავის ოფისის წარმომადგენელმა, ირაკლი კუკანიამ განაცხადა, ეს ომი მხოლოდ უკრაინის არ არის და ის მთელ მსოფლიოსა და საქართველოსაც უკავშირდება.