ტურნიკეტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი “გირჩის” წევრმა მოიგო

“რუსთავის მერიის გამოცხადებული ტურნიკეტის ტენდერი მოვიგე”, -ამის შესახებ “გირჩი -მეტი თვისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი კუკანია სოციალურ ქსელში წერს.

 როგორც “გირჩის” წევრი განმარტავს, საკრებულოში შესვლა თითოეულ მოქალაქეს ყოველგვარი ბარიერების გარეშე უნდა შეეძლოს. 

 

 

გუშინ, “გირჩი – მეტი თავისუფლების წევრები” რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ მარჯვენა ფლიგელისთვის ტურნიკეტის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს პერფორმანსით გამოეხმაურნენ.

“არ გვჭირდება დამატებითი ბარიერები ხალხს და მთავრობას შორის” – ოპოზიციური პარტიის წევრებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან ბანერები მიიტანეს და პერფორმანსის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტმა მარჯვენა ფლიგელისთვის, სადაც საკრებულო მდებარეობს, ტურნიკეტის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტურნიკეტის დამონტაჟების შედეგად, საკრებულოში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი.

მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ტურნიკეტის შესაძენად 7`093.00 ლარია გამოყოფილი.