“ქართულმა ოცნებამ” რუსთავში საარჩევნო კამპანია დაიწყო [ვიდეო]

“ქართულმა ოცნებამ” რუსთავში საარჩევნო კამპანია დაიწყო. დღეს რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი პარტიის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს.

შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, 2 აპრილს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები ჩატარდება, მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ირაკლი შატაკიშვილი კენჭს იყრის რუსთავში და გარდაბნის 10 თემში.