გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 330 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 563 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. გამოვლენილი 330 ფაქტიდან 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 188 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში; იმერეთში დაფიქსირდა 38 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 19, აჭარაში – 19, გურიაში – 5, შიდა ქართლში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 4.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.









