ქორწილებისა და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციები შესაძლოა შემსუბუქდეს.
საკითხზე საკოორდინაციო საბჭო 22 თებერვალს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში განაცხადეს, რეგულაციების შემსუბუქების კონკრეტული ვადა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ქელეხის, ქორწილისა და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვაზე კონკრეტული შეზღუდვებია დაწესებული.
ობიექტები, რომლებიც კოვიდრეგულაციებს დაარღვევენ პირველად 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ობიექტი დაილუქება.