შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
კერძოდ, როგორ მომხსენებელმა, დავით მაღლაკელიძემ განაცხადა, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებაზე რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იქნება პასუხისმგებელი.
აღნიშნული ამ დრომდე რუსთავის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენცია იყო, თუმცა როგორც საკრებულოს სხდომაზე განიმარტა, არქიტექტურის სამსახურს მხოლოდ პროექტის დამტკიცების ნაწილი შეეხება, ხოლო მუნიციპალურ ინსპექცია მონიტორინგის ნაწილში ჩაერთვება.
“შენობა ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეის მდგომარეობით ასახულია არქიტექტურის დებულებაში, ჩანაწერი გადადის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში. გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და გადაიარაღება ხდება და ახალი ტიპის მუნიციპალური ინსპექცია იქნება რუსთავში, გენინსპექცია გადადის მუნიციპალური ინსპექციის ფარგლებში. ექსპლუატაციაში მიღებაზე პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური ინსპექცია. ზედამხედველობის ფუნქცია რჩება იგივე.
აქამდე პროექტის დამტკიცება ევალებოდა არქიტექტურის სამსახურის, ასევე მისი განხორციელების მიმდინარეობა და ექსპლუატაციაში მიღებაზე აქტის მიღება. არქიტექტურას ჰქონდა სპეციალური განყოფილება და ის ახორციელებდა მიმდინარეობის კონტროლს და საბოლოდ დასკვნის დადებას, არქიტექტურა გააკეთებდა პროექტს და მის კონტროლს ახორციელებდა მისივე სამსახური. ახლა ერთმა სამსახურმა უნდა დაადგინოს ძირითადი პროექტი, დაამტკიცოს და მეორე სამსახურმა განახორციელოს მასზე კონტროლი. ეს უფრო უპრიანია და უფრო მეტს ამბობს ამ ნაწილში. არქიტექტურას მოეხსნება ეს ფუნქცია და გადავა მუნიციპალური ინსპექციის ნაწილში”- განაცხადა დავით მაღლაკელიძემ.
საკრებულოს სხდომა სრულად TV4-ის ფეისბუქ ლაივში: