ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს ახსენებს

ცესკო შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაციისა და რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს დროულად გაიარონ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად.

“მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და მოგიწოდებთ, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, რაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე – cesko.ge. ასევე შესაძლებელია დაკავშირება ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51.

დეტალები განთავსებულია ბმულებზე:

პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის:

https://cesko.ge/ge/archevnebi/2022/2022shualeduri-archevnebi/damkvirveblebi-da-media2022

საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის:

https://cesko.ge/ge/archevnebi/2022/sakrebulo-2022-2-aprili/damkvirveblebi-da-media20221

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა (რუსთავი, გარდაბანი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები (ბათუმი) დანიშნა.