“ტურნიკეტი ხელოვნური ბარიერია” – “ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადება გააკეთა[ვიდეო]

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მორიგი განცხადება  – საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს მუნიციპალიტეტის შენობაში, საკრებულოს მხარეს ტურნიკეტის, ეგრეთწოდებული საშვის დამონტაჟება გააპროტესტეს.

როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, მოქალაქეებს საკრებულოში შესასვლელად ბარიერები არ უნდა ჰქონდეთ და რუსთავის მერი საკრებულოს წევრებსა და მოსახლეობას შორის ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მერიის შენობაში ტურნიკეტი დაამონტაჟეს.შენობის მარჯვენა ფლიგელში, სადაც საკრებულო მდებარეობს, ტურნიკეტის დამონტაჟების შემდეგ საკრებულოში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი.