რუსთავის ბაგა-ბაღებში ხვალიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში Tv4-ს განუცხადეს, გაერთიანების ფილიალებში თანამშრომლების 60% ვაქცინირებულია და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბაღებში კვლავ თავისუფალი დასწრება იქნება გამოცხადებული და გადცდენილი საათები საპატიოდ ჩაითვლება.









