კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 11 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, მეგობრობის, სტამბულის ბაზრის,
ლესელიძის, მარის არხის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი,
გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მარაბდა, ბორბალო, ყიზილაჯლო, კოდა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









