11 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით,  გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით,  11 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, მეგობრობის, სტამბულის ბაზრის,
ლესელიძის, მარის არხის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი,
გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მარაბდა, ბორბალო, ყიზილაჯლო, კოდა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.