საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. დაზიანდა ძველი საცხოვრებელი სახლების კედლები და ვითარებას ადგილზე მთელი დღის განმავლობაში სწავლობდა ზარალის კომისია. დმანისის მერის განცხადებით, სახლების მდგრადობას და მიყენებულ ზარალს სწორედ კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
„თბილისის დროით დაახლოებით 22:25 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. როგორც სეისმოლოგიის ცენტრმა გვაცნობა, დაახლოებით 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. მიწისძვრას რაიმე სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. დმანისის რამდენიმე სოფელში შეიქმნა გარკვეული პრობლემები, ვმუშაობთ ადგილზე, მეც გამოსული ვარ და ვიმყოფები ადგილზე. არის ძველი სახლები, რომლებსაც კელდები დაუზიანდა და ამას ყველაფერს დავითვლით, შესაბამის სამსახურებთან ერთად. დაზიანებულია ერთ-ერთი სკოლის შენობაც, რომელიც ასევე ძველია და ეს სკოლები დროებით გადავა სწავლების დისტანციურ მოდელზე. შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთ“, – განაცხადა კობა მურადაშვილმა
13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.