საფეხბურთო კლუბს “რუსთავი” ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი დირექტორი ჰყავს. საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა და დაგეგმლი სიახლეები რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გააცნო და ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა.

ქალაქის საფეხბურთო კლუბს ბაჩანა ცხადაძე უხელმძღვანელებს.  კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ბაჩანა ცხადაძე სხვადასხვა წლებში რამდენიმე ქართულ და უცხოურ კლუბში თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე, იყო საქართველოს ნაკრების წევრი. ბოლო წლებში კერძო საფეხბურთო სააგენტოში მოღვაწეობდა.

რუსთავის მერია,  საფეხბურთო კლუბის  ,,რუსთავი“  განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამოდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას და  სტადიონის მოძველებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას გეგმავს.

საფეხბურთო კლუბის და ზოგადად ქალაქში  ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობას, რუსთავის მერია კლუბის მენეჯმენტთან ერთად დაიწყებს.

რუსთავის  სტადიონი  1948 წელს აშენდა და ის  4676 მაყურებელს იტევს.

არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის  რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორცილდა. რუსთავის  სტადიონი ქალაქის  მუნიციპალიტეტს 2018 წელის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან,  კი  გუნდმა სახელი შეიცვალა და მას  ,,საფეხბურთო კლუბი რუსთავი“ ეწოდა.