„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, 15 თებერვალს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გაჩიანი, აქთაკლია, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ზედგენიძის, ბელიაშვილის, მშვიდობის, მსენებელთა და მიმდებარე ქუცებზე;
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, კაკლიანი, დიდი დმანისი, ოროზმანი, იაღუფლო, კიზილქილისა და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, ალექსეევკა, შაუმიანი, მარეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.