კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 14 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლომოურის, თოდრიას, შარტავას, მე-7 და მე-7ა მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე;
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ყარაჯალარი, ველი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში მეგობრობის, გრანელის, 11-ე მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, იმირი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.