16 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 16 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე თითო-თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-20, მე-17, 21-ე, მე-11, მე-8, მე-7 და მიმდებარე მიკრორაიონებში, შარტავას, მესხიშვილის, კიროვაკანის, სტამბოლის ბაზრის, ლეონიძის, ტაშკენტის, ერისთავის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში კიზილაჯლო, ნაგორნაია, ტაზა-მახალა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისი, კაპანახჩი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, ახალი სამგორი, ლემშვენიერა, გაჩიანი, გამარჯვება, სართიჭალა და მიმდებარე სოფელბში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.