„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 16 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე თითო-თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-20, მე-17, 21-ე, მე-11, მე-8, მე-7 და მიმდებარე მიკრორაიონებში, შარტავას, მესხიშვილის, კიროვაკანის, სტამბოლის ბაზრის, ლეონიძის, ტაშკენტის, ერისთავის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში კიზილაჯლო, ნაგორნაია, ტაზა-მახალა და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისი, კაპანახჩი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, ახალი სამგორი, ლემშვენიერა, გაჩიანი, გამარჯვება, სართიჭალა და მიმდებარე სოფელბში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.