„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 17 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე თითო-თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, ნორიო, მარტყოფი, მთისძირი, ნასაგური, დიდი ლილო, სამგორის მევენახეობა, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.