„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, 18 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკრასოვის, ტოლსტოის, გრანელის, სამშვილიდის, ბერიტაშვილი, გ. ჯავახიშვილის, მცხეთის, გოგოლის, ბარნოვის, ჩეხოვის, კახეთის, სამგორის, ჭყონდიდელის, მშვიდობის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.
10:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, ველი, რკინიგზის სადგურის დასახლება, გაჩიანი, ფოლადაანთკარი. 12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტს სოფელ აქთაკლიაში. 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტს სოფელ აქთაკლიაში.
13:35-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, ზემო და ქვემო კარაბულახი, იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, გედაგდაღი, ველისპირი, მამულო, სარკინეთი, განახლება, ახა, პირველი სალამალეიქი, ბახჩალარი, უსეინქენდი, მამიშლარი, საჯა, ახალი გოდაგდაგი.
11:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულის რაიონის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ტაკალო, ქვემო სარალი, შაუმიანი, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო, დაშთაფა, ულაშლო, შულავერი, წითელი სოფელი, ხიხანი, ქუშჩი, ბეითარაბჩი, ახლომახმუდლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს.
13:00-დან 18:30 საათამდე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხაჩკოვი, ბარეთი, ბაშკოვი, ყაბური, ჩივთქილისა, თეჯისი, კარაკომი, საბეჭისი, თამალია ხარაბა, ბარეთი, ბეშთაშენი, არ-სარვანი.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.