Სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევები დაიწყო.
რუსთავის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის მიხელ თათარაძის ინფორმაციით, რუსთავიდან ჯამში 128 წვევამდელს გაიწვევენ.
წვევამდელები სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს შეაიარაღებულ ძალებში, პენიტენციურ სისტემაში და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გადანაწილდებიან.
გაწვევები მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.