“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 21 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართჭალა, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობრობის, მარჯვენა სანაპიროს, გოდერძი ჩოხელის, ჰამლეტ გონაშვილის, გოგი დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









