22 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 22 თებერვალს 09:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, ქესალო, კაპანახჩი, მუღანლო, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში;

10:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ჩივთქილისა, კარაკომი, თეჯისი, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილაჯლო, შახტოსტროი, სოვხოზნაია და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, კიანეთი, ჯავშანიანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.