„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 23 თებერვალს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, კესალო, ქეშალო, ალგეთი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, ვაზიანი, სააკაძე, მარტყოფი, მუხროვანი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ტაკალო, ქვემო სარალი, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო, დაშთაფა, ულაშლო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ნაგები, თბილწყარო, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მარაბდა, ასურეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









