“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კონპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 25 თებერვალს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში;
09:00-დან 09:10 საათამდე და 17:50-დან 18:10 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დიდი მუღანლო, ლეჟბადინი, ალგეთი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, დიდი ლილო, მარტყოფი, ლოჭინი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს სართიჭალაში, ახალი სამგორის, სიონის უბანში, ახალსოფელსა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ბელიაშვილის, მშვიდობის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე;
13:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგაჩაი, საფარლო, ბაზაქლო, გორა, კამიშლო და მიმდებარე სოფლებში;
14:20-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









