გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მზიანეთ, პობედა, ლემშვენიერა, ჯანდარა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, იალღუჯის, გორის, ცურტაველის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, აღმაშენებლის, ყურბანოვის, სულხან-საბას, სვერდლოვის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, კუდრო, ხიდისყური, ვანათი, ფოლადაური და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









