გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 4 თებერვალს 10:15-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-18, მე-19, მე-20 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, სოვხოზნაია, ჯანდარი და მიმდებარე სოფელბში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, 9 მაისის, ოქტომბრის, სამედ ვურგუნის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებე;
14:05-დან 15:05 საათამდე აბონენტებს მანგლისში ფომინის, დემეტრაშვილის, მარაბდის, ხეივნის და მიმდებნარე ქუჩებზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.