4-6 თებერვალს კიკბოქსინგში რუსთავის მერიის თასი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 22 წონით კატეგორიაში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენმა მიიღო. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
რუსთავის მერიის ტურნირი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება. ფინალები ახლადრეაბილიტირებულ შენობაში ჩატარდა.
კიკბოქსინგის დარბაზი 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში გარემონტდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილი, გასახდელი და იატაკი. უახლოეს მომავალში დამონტაჟება გათბობის სისტემა.