რუსთავის მერის ახალი ინიციატვა- 6 ფარმაცევტული კომპანია, მერიის სოციალური პროგრამის ბენეფიციარებზე, წამლებს ფასდაკლებით გაყიდის.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიხედვით, რუსთავი მერიის მედიკამენტებით დახმარების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები, აფთიაქების მხრიდან, დამატებითი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ.
მიმიდნარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ მედიკამენტების შესაძენად.
ფარმაცევტული კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების” პროგრამით მოსარგებლე რუსთაველებისთვის, კალკულაცა, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გასცენ კვირის ნებისმიერ დღეს.
ბენეფიციარები მომსახურების მიღებას ამ ეტაპზე, სააფთიაქო ქსელ ,,ფარმაცევტული სახლი+“, ,,პსპ ფარმა“ სს ,,გეფა“, ( ფარმა დეპო, ჯი პი სი) „იმპექსფარმი”, კ/ს ,,კალანდაძე“ და ,,ავერსი – ფარმაში“ შეძლებენ.