7 თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 7 თებერვალს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-19, მე-18 მიკრორაიონებში, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კოსტავას, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო, ალგეთი, დიდი მუღანლო, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, ოროზმანი, ლოქჭანდარი, მთისძირი, საკირე, მამიშლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.