თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი იყო. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირბა დროულად შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძარი სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩნდა.
„ადგილზე ოპერატიულად იქნა გამოცხადებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება. დაშავებულზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ“,- განაცხადა კერესელიძემ.როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ხანძარი დაახლოებით 1000-1500 კვ/მ-ზე იყო გავრცელებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.