“ევროპულ საქართველოს” რუსთავში კანდიდატი არ ეყოლება

 პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე პარტია “ევროპულ საქართველოს” რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში კანდიდატი არ ეყოლება.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი არც ოპოზიციურ კანდიდატს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერენ მხარს.

პარტიის წევრების განცხადებით, არჩევნები არალეგიტიმურია და მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

“ევროპული საქართველო”, ცხადია, “ლელოს” მხარს ვერ დაუჭერს, ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით თანმიმდევრულ პოზიციაზე ვდგავართ, რაც გულისხმობს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ჩათვლას. თუმცა თუ ადამიანები გადაწყვეტენ რუსთავის არჩევნებზე მივიდნენ, ცხადია, მათ არჩევანი არ უნდა გააკეთონ ხელისუფლების სასარგებლოდ.”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა.