გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 8 თებერვალს 12:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში მამიშლო, საფარლო, ანგრევანი, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 13:30 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამიშლო, ირგანჩაი, დაბა კაზრეთი, ამამლო, მთისძირი, ლოქჭანდარი, დალარი, ვაკე და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









