საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 14 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 926 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 18.38%, ბოლო 14 დღის – 27.63%, ბოლო შვიდი დღის – 23.93%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 598 172 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 477 481 გამოჯანმრთელდა, 16 097 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 754 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 574 პირი.
ამასთან, 25 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 603 პაციენტი, გარდაიცვალა 32.