საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 628 ქვემო ქართლში დადასტურდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 905 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის – 30,99%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 325 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 106 221 გამოჯანმრთელდა, 15 246 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 751 192 აცრა, დღიურად აცრილია 722.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 947 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 926 პირი.