“რუსთავსერვის ცენტრს” კვლავ რევაზ გოგიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაცია TV4-ს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რევაზ გოგიძე ა (ა)ი პ “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის თანამდებობას 2020 წელსაც იკავებდა. 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი და საკრებულოში შევიდა “ქართული ოცნების” მანდატით. გოგიძემ დეპუტატის მანდატი ახალი მოწვევის საკრებულოში 8 თებერვალს დატოვა.









