რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსები მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, კორპუსების მშენებლობის მიზნით, 2 ჰექტარი მიწა, სააგენტოს, მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაეცემა. მათივე ცნობით, დასრულების ეტაპზეა დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, იანვრის თვეში ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.