რუსთავის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობამ” სამუშაო ჯფუგი შექმნა, რომელიც პარტიის წევრების განცხადებით, რუსთაველებისთვის მიწებისა და ავტოფარეხების დაკანონების მიმართულებით იმუშავებს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კირკიტაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც რუსთაველებს დაეხმარება პროცედურულ საკითხებში.
“ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, რუსთავშიც დასრულდა “ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობა. რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური. “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს უმრავლესობას და სწორედ რუსთავში იწყება კონკრეტული საქმის კეთება.
დღეს ჩვენ, ისე როგორც რუსთაველებს ვპირდებოდით, ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. ეს იქნება ავტოფარეხები, ეს იქნება მიწის ნაკვეთები, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს და ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ალექსანრე ბერიძე დაიწყებს ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ის ქონება, რომელიც მათ ეკუთვნით და ხელისუფლება ჩაფრენილია, გადაეცეთ და ეს ქონება ჰქონდეთ, იყვნენ უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე ისინი არიან.
კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლებას მათი მაღალჩინოსნებისთვის არ ენანება ჰექტორბით მიწის ნაკვეთები საუკეთესო კურორტებზე, მათ ენანებათ რუსთაველებს გადასცენ 600-900 მეტრი მიწის ნაკვეთები. ამ პროცესში არ იქნება შეფერხება, “ქართლი ოცნების” მხრიდან, მერიის შესაბამისი სამასხურბის მხრიდან, ქონების გადაცემას რუსთაველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
თუკი არსებობს რაიმე საკანონმდებლო ბარიერი, ჩვენი მხრიდან მოხდება მთელ რიგი კანონპროექტების დაინიცირება, რომ რუსთაველებმა საკუთრებაში მიიღონ ძალიან მალე ქონება, რაც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს მათ მძიმე ყოფას. საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” არის მზად, ვეპატიჟებით ყველა ფრაქციას, ჩაერთონ სამუშაო ჯგფუფის მუშაობაში და გაუადვილონ რუსთაველებს იმ ქონების მიღება, რომელიც მათ ეკუთვნით” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.









