პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ანტიპუტინური კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს.
აშშ-ის და პოლონეთის პრეზიდენტებთან, ჯო ბაიდენთან და ანჯეი დუდასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრების შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინის და მსოფლიოს წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს დაუყოვნებლივ სანქციებს, უკრაინის დახმარებას თავდაცვის და ფინანსური საშუალებებით და საჰაერო სივრცის დაკეტვას. “მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს”, – წერს ვოლოდმირ ზელენსკი.









