ბოლნისის მერია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ქართული ენის კურსებს სთავაზობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ქართული ენის კურსებს სთავაზობს. როგორც  მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია,  ახალგაზრდებისათვის – 2022 წლის მარტიდან ბოლნისის მერიისა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ინიციატივით,  ქართული ენის შემსწავლელი კურსები იწყება.

“თუ ხარ 16-30 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და გსურს ქართული ენის უკეთ შესწავლა, მაშინ ეს კურსი სწორედ შენთვისაა.

სწავლება განხორციელედება ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის სათემო ცენტრებში.

კურსის სწავლების დონეა – A2, B1.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტარციო ფორმა“- ნათქვამია ინფორმაციაში.