,,გაიღე სისხლი უკრაინისთვის’’ – რუსთავში უკრაინის დასახმარებლად, სისხლის დონაციის აქცია გაიმართება.
აქცია ბიზნესის მომსახურების ცენტრისა და ნაციონალური სისხლის ბანკის ორგანიზებით ჩატარდება.
მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, დონაციის აქციაში 5 მარტს, დილის 10:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე ჩაერთოს და უკრაინის მოსახლეობისთვის სისხლი გაიღოს.
რუსთაველების მიერ გაღებული სისხლი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაიგზავნება.