გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, 29 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს.
“28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.
29 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 29-30 მარტს დაბლობსა და ბარში +12, +17, ხოლო 31 მარტიდან +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილი და უნალექო ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება. 29 მარტს ქარი ჩადგება და 3 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 30 მარტიდან +20, +22 გრადუსამდე მომატებს”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.