კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 1 540 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

 ქვემო ქართლსა და რუსთავში ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყოველდღიური დინამიკა კლებადია.

 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლში კოვიდის 136 ახალი შემთხვევა აღირიცხა, დადებითობის მაჩვენებელი 1,3%-ია.

რაც შეეხება რუსთავს,  ბოლო კვირაში ქალაქში 64 პირს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი. ადგილობრივი ეპიდემიოლოგების ცნობით, ერთეულია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

გარდაცვალება ბოლო შვიდ დღეში არ ფიქსირდება. 

რაც შეეხება ვაქცინაციას ქვემო ქართლში 18 წელს ზემოთ ვაქცინის ორი დოზით 84  700-ზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც სამიზნე აუდიტორიის 26,6%-ს შეადგენს.