საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 1 225 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 12 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 885 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,25%, ბოლო 14 დღის – 8,23%, ბოლო შვიდი დღის – 5,42%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 642 242 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 599 511 გამოჯანმრთელდა, 16 671 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 842 541 აცრა, დღიურად აცრილია 130.
ამასთან, 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 507 პაციენტი, გარდაიცვალა 20.