რუსთავსა და გარდაბნის ათ თემში, 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ოთხი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 18:00 საათზე ამოიწურა.
არჩევნებში რუსთავისა და გარდაბნის სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” – ირაკლი შატაკიშვილი
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის” მამუკა ტუსკაძე
“საქართველოს ერთობისა და განვითარებისთვის” კამალ მურათახანოვი
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს განვითარებისთვის” ვახტანგ იაშვილი
შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეაჩერა და ხელისუფლებას ორი აპრილის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდა.