რუსთავში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, პეტრე ჯაოშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს.
სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ერთმანეთს რეგიონებიდან მოწვეული ჭაბუკები 10 წონით კატეგორიაში უპირისპირდებიან .
საპრიზო ადგილის მფლობელებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.