საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 3 237 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 358 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,27%, ბოლო 14 დღის – 4,49%, ბოლო 7 დღის – 3,53%.
საქართველოში კორონავირუსითინფიცირების სულ 1 646 316 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 618 403 გამოჯანმრთელდა, 16 708 გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 853 040 აცრა, დღიურად აცრილია 636.









