ცესკო-ში კანდიდატების წარდგენის ხვალ იწურება

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება.

საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია ხვალ,3  მარტს 18:00 საათზე ამოიწურება.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაცია სამი პოლიტიკური სუბიექტის კანდიდატს აქვს გავლილი.

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს დარეგისტრირდა მმართველი გუნდის კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი.

რეგისტრაცია გავლილი აქვთ ასევე პარტიების “საქართველოს მოქალაქეთა  პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის” კანდიდატს მამუკა ტუსკაძეს  და “საქართველოს ერთობისა და განვითარების” პატრიიდან კამალ მურათახანოვს.