ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ქართული ენის კურსებს სთავაზობს. როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ახალგაზრდებისათვის – 2022 წლის მარტიდან ბოლნისის მერიისა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები იწყება.
“თუ ხარ 16-30 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და გსურს ქართული ენის უკეთ შესწავლა, მაშინ ეს კურსი სწორედ შენთვისაა.
სწავლება განხორციელედება ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის სათემო ცენტრებში.
კურსის სწავლების დონეა – A2, B1.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტარციო ფორმა“- ნათქვამია ინფორმაციაში.